ჩვენს შესახებ


freeposts.ge გაძლევთ საშუალებას დარეგისტრირდეთ ჩვენთან, დაწეროთ (ატვირთოთ ფოტო-ვიდეო მასალა) თქვენთვის სასურველ თემებზე (მოქმედი წესდების შესაბამისად).

ინტერნეტის ეპოქაში - იქ, სადაც ჩვენი ცხოვების დიდ ნაწილს ვატარებთ - ვეცნობით სიახლეებს, პოსტებს, ვახდენთ სხვადასხვა აქტივობებს და ვწვავთ ინტელექტს, საჭიროა ბლოგ-სფეროს ხელშეწყობა და წახალისება. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს ავტორის თავისუფალი, ანალიტიკური თუ მხატვრული აზროვნების განვითარებას.

დღეს ჩვენ, ჩვენდა გაუთვითცნობიერებლად, ხშირად ვექცევით სხვების მანიპულაციის ქვეშ - ნამცვხრის ან/და მათრახის პოლიტიკის გავლენით. პირველის შემოქმედები „ტკბილხმოვანებას“ ამოფარებული ნიღბიდან „გვაბოლებენ“ (ეს სიტყვა ყველაზე ახლოსაა კონტექსტთან), „ზრუნავენ“ ჩვენზე ისე, რომ არჩევანის საშულებას გვიტოვებენ, არადა, რეალურად, ეს არჩევანი ხშირად არ არსებობს. მეორენი კი იძულების წესით, დაუფარავად ცდილობენ გავლენის მოხდენას, ჩვენს „გამოსწორებას“ არაადამიანური მეთოდებით.

ჩვენი საიტის მიზანია, ყველა მოაზროვნე ადამიანს მივცეთ თავისუფალი სივრცე ინტელექტუალური აქტების განსახორციელებლად და გავუხსნათ გზა, რომლის საშულებითაც ნამცხვირისა და მათრახის პოლიტიკიდან მივალთ არსიდან ჯერარსამდე: იმ სინამდვილემდე, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ უნდა გვქონდეს (აქ იგულისხმება ზნეობრივი, სამართლებრივი, რელიგიური, მეცნიერული, მხატვრული (ხელოვნების) და სხვა იდეები, იდეალები და პრინციპები, რომელსაც ღირებულება გააჩნია საზოგადოებისა და ინდივიდისათვის), სადაც ავირჩევთ სწორ ღირებულებას, მოძღვრებას. ეს კი, თავისთავად, განაპირობებს განათლებული და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ჩვენ ერთად ვქმნით რეალობას!