უდაბნოს ქალი

 

 

„მე მიყვარს დედა, ჩემი ოჯახი და მე მიყვარს აფრიკა. სამიათას წელზე მეტია ოჯახებს გულწრფელად ჯერათ, რომ ქალიშვილი, რომელიც არარის წინდაცვეთილი – არარის სუფთა, რადგანაც რაც ფეხებს შუა გვაქვს, არარის სუფთა. ამიტომ ეს უნდა მოიჭრას და გაიკეროს, რაც ქალიშვილობის დასტურია. ხოლო საქორწინო ღამეს საქმრო იღებს ბრიტვას ან დანას,  ჭრის და ხსნის მანამ, სანამ შევა საცოლეში. ის ვისაც არააქვს ეს გაკეთებული, არ შეუძლია გათხოვება. ამიტომ მას დევნიან სოფლიდან და მოიხსენიებენ როგორც ძუკნას. ეს  პრაქტიკა  გრძელდება (მიუხედავად იმისა, რომ ეს ყურანში არ წერია) და  შეგუება იმასთან, რომ ამის შემდეგ ქალები ხდებიან ტანჯულები როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად მთელი დარჩენილი სიცოცხლე. ესენი არიან ქალები, რომელიც წარმოადგენენ აფრიკას. მე ეს გადავიტანე, მაგრამ ჩემმა ორმა დამ – ვერა. სოფია სისხლისგან დაიცალა მას შემდეგ, რაც წინდაცვეთა გაუკეთეს. მინა დაიღუპა მშობიარობის დროს ბავშვით მუცელში. რა ძლიერი გახდებოდა ჩვენი კონტინენტი ეს უაზრო რიტუალი რომ გაეუქმებინათ. ჩემს სამშობლოში არის ასეთი გამოთქმა „ქარავანში უკან მიმავალი აქლემი ისეთივე სწრაფია, როგორც წინ მიმავალი“ და ის, რაც ემართებათ სუსტებს ყველაზე ახდენს გავლენას. როცა პატარა ვიყავი არ მინდოდა, რომ ქალი ვყოფილიყავი. რატომ? ეს ხომ ისეთი მტკივნეულია და ისეთი სევდიანი (უბედური), მაგრამ როცა გავიზარდე, ვამაყობ იმით ვინც ვარ, მაგრამ ყველას ინტერესებიდან გამომდინარე ვცადოთ თუ რას ნიშნავს ეს – იყო ქალი.“ – ეს ვარის დირიეს სიტყვებია გაეროს ასამბლეაზე შერრი ჰორმანის 2009 წლის ფილმიდან „უდაბნოს ყვავილი“. ფილმი ბიოგრაფიულია და სცენარი დაფუძნებულია თავად ვარის დირიესა და  კეტლინ მილერის საერთო ავტობიოგრაფიულ რომანზე. წიგნს ჯერ არ გავცნობივარ, ისე შემოვიდა ჩემში ეს ნაწარმოები, ეკრანიზებული. ფილმი ალბათ იმდენად შთამბეჭდავი არ იქნებოდა თავად რეჟისორი ქალი რომ არ ყოფილიყო და მთელი სიმძიმით არ გამოეხატა სომალელი ქალის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მოდელობამდე მიღწევის რთული გზა.

ფილმი სამაოდ მოცულობითია – 124 წუთი, მაგრამ შერრის სარეჟისორო ტექნიკის წყალობით – ვარისის ისტორიის აღქმა მომაბეზრებელ ფორმატში არ გიწევს. ის ზუსტად აკეთებს აქცენტებს მეამბოხე ქალის შინაარსიანი ცხოვრების იმ დეტალებზე, რომელიც მსგავსი მებრძოლი, შეუპოვარი და ძლიერი ქალის ცხოვრებაში საკმაოდ უხვადაა.

ფილმის დასაწყისშივე რეჟისორი თვალში უდაბნოს ყვავილს გვახვედრებს და ამით თავისი ხედვის არეში აქცევს მაყურებელს: – წაიკითხე წიგნი? ახლა ჩემებური კინოვერსიაც ნახე. არ წაგიკითხავს? ძალიან ცუდი. მოგიწევს მხოლოდ ჩემს ადაპტირებულ ვარიანტს ადევნო თვალი.

ყვავილიდან კადრი 13 წლის თახსთან მოთამაშე ვარისზე გადადის, რომელიც რამდენიმე წამში მომთაბარეების ცხოვრების წეს–ჩვეულების სპეციფიკურობასაც გვაჩვენებს უდაბნოში. ამის შემდეგ კი უკვე ზრდასრული ვარის დირიეს ხილვა ლონდონის „ტოპშოპში“ გვიწევს. სწორედ აქ ხვდება ის მერილინს. თავიდან წინააღმდეგობებით და დაბრკოლებებით სავსეა ყველაფერი. მერილიც პრობლემებით დახუნძლული ქალია, მაგრამ ბოლოს საერთო ენის გამონახვას მოახერხებენ და ერთი ოთახის ბინადრებიც ხდებიან. სწორედ აქედან ეყრება საფუძველი დირიეს ახალ ლონდონურ ცხოვრებას. ის მერილინის დამხმარებით მუშაობას მაგდონალდსში იწყებს და სწორედ აქ შენიშავნას მის უიშვიათეს სილამაზეს ფოტოგრაფი, რომელის იმწუთიერი გადაწყვეტილებაა – პირველივე მისი აღქმისას – სავიზიტო ბარათის დატოვება ვარისისთვის.

სანამ ვარისი მწვერვალებს დაიპყრობს, შერრი კარგად ავლებს პარალელებს მის მანამდელ უმძიმეს ცხოვრებასთან, სადაც სომალელი გოგო აფრიკელი ხალხის არაჰუმანური ცხოვრებსეული ღირებულებების მსხვერპლია. სწორედ კლუბის სცენის შემდეგ ხდება ნათელი მისი ჩაკეტილობის, კაცთან ურთიერთობაზე უარის თქმის მიზეზიც. მას მოეწონა ჰაროლდი, მაგრამ ეფიქრება მის წინდაცვეთიანობაზე. ამიტომაც გამორბის მისგან. განსაკუთრებულ გაკვირვებას მასში მერილის პარტნიორთან სცენის დანახვა იწვევს. ის მერილისაგან და სხვა ქალებისაგან განსხვავებით არაა სექსუალურად თავისუფალი. მისთვის, მისი კულტურის ხალხისთვის ეს უღირსი საქციელია. ევროპული ღირებულების მქონდე მერილს არ ესმის, რატომ არის სექსი არაღირსეული აქტი, შესაბამისად არ ესმის წინდაცვეთის ტრადიცია, რომელითაც ქალებს ქალწულობა ქორწინების ღამემდე უნარჩუნდებათ და მეტიც, ამით დიდ ტკივილს განიცდიან. ის ვარისს სრული გააზრებით ეუბნება: „ღირსეულ ქალს შეუძლია გაერთოს და დარჩეს ღირსეული.“ მაგრამ ვარისის ცნობიერებისთვის ეს უცხოა, სირცხვილის და დანაშაულების ტოლფასია. მათი გაგებით, ქალად გახდომა მხოლოდ წინდაცვეთის ტრადიციის დაცვითაა შესაძლებელი. მერილი გაოცებულია მოსმენილით.

ვარისზე განხორციელებული წინდაცვეთა არასტერილური გზით, სამედიცინო წესების დაცვის გარეშე თავის მტკივნეულ გამომხატველობას საოპერაციო მაგიდასთან ასრულებს. ჰო, ვარისი იღებს ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებას, რითიც უპირისპირდება მშობლიურ არაჰუმანურ ტრადიციას. საინტერესოა ოპერაციის პროცესი, როცა ინგლისელი ექიმი საკმაოდ ცივილიზებულად, ექიმისათვის აუცილებელი ეთიკის ნორმებით ესაუბრება და ამშიდებს ვარისს, თუმცა სომალელი ექიმი თარგმნის ნაცვლად კიცხავს.

ინგლისელი ექიმი:  – „მე ვერ დაგიბრუნებთ იმას, რაც თქვენ წაგართვეს, მაგრამ შემიძლია იმაზე ვიზრუნო, რომ ამან ტკივილი აღარ მოგაყენოთ. უთხარით, ამ გოგონას, რომ ძალიან ვიწროდ არის გაკერილი. ეტყობა, რომ ადგილობრივის გაკეთებულია. უთხარით, რომ სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთებაა საჭირო.“

სომალელი ექიმი: – „არ გრცხვენია ამ თეთრკანიანს შენს სხეულს  რომ ანახებ?!“

ინგლისელი ექიმი: – „უთხარი, რომ ის სწორად იქცევა, გასაოცარია, რომ ამდენი ხანი ითმინა. ეს მუდმივი წამებაა, მაგრამ არ ინერვიულოს ყველაფერს გამოვასწორებთ.“

სომალელი ექიმი: – „თუკი უარყოფ იმას, ვინც ხარ უღალატებ შენს მშობლებს, შენს ხალხს, შენს წარმოშვებას. დედაშენმა იცის რასაც აკეთებ. გრცხვენოდეს.“

ოპერაციის შემდეგ კადრი ვარისის ოჯახიდან გაქცევის სცენაზე გადადის. უდაბნოდან გაღწევის მარტოსული ბრძოლა. საკვების, წყლის გარეშე ხეტიალი. უსიცოცხლო ქვებზე გადახეული ფეხის გულები. ეს ის მონაკვეთებია რაც თვალს ხვდება.  აქვეა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მის მიერ ჩადენილი ქმედებაც ერთ–ერთი აღგზნებული მოძალადე კაცის მიმართ, რომელიც მის გაუპატიურებას აპირებდა. 13 წლის გოგო აქაც არ იბნევა და თავის დაცვას ახერხებს. ბებიისგან (რომელიც მანამდე არ უნახავს) გებულობს, რომ მამისიც არ მიიღეს და დედამისი უდაბნოში გაიქცა, მას რომ გაყოლოდა.

ბავშვობიდან ისევ ვარისის ზრდასრულობაში გვაბრუნებს რეჟისორი – ნაოპერაციევი ქალის პალატაში, რომელიც მაგდონალდსიდან თავის საქმიანობას ფოტოგრაფთან თანამშრომლობით აგრძელებს.

ფოტოგრაფი: – „ნამდვილად გაქვს მიზანი, რომ მოდელი გახდე?“

ვარისი: – „ჩემი მიზანია უკეთესად ვიცხოვრო.“

და სწორედ აქედან იწყებს გაშლას უდაბნოს ყვავილი. ჩადრს მიღმა არსებულმა ვარისის ეგზოტიკურმა, ბუნებრივმა სილამაზემ მსოფლიო მოდა დაიპყრო. თუმცა, აქაც წინააღდეგობების დაძლევა მოუხდა. დაპირისპირება მოქალაქეობის გამო მესაზღვრეებთან (სწორედ ეს ფაქტი ახსენებს ინგლისში ჩასვლის მომენტს და ცხოვრების რთულ პერიოდს), ფიქტიური ქორწინება ნეილთან (მართალია ვარისს არ უყვარდა ნეილი, მაგრამ ნეილს უყვარდა ვარისი და ეს ძალიან მტანჯველი იყო ორივესთვის).

ვარისის მომაჯადოვებელი ფოტოები ყველა წამყვანი მოდური ჟურნალის ყდას იპყრობს. ის იმდენად მოერგო ახალ გარემოს და მიაღწია მის მიზანს – უკეთესად ეცხოვრა, ბრძოლაც დაიწყო წინდაცვეთის ტრადიციის წინააღდეგ ქალთა უფლებების დასაცავად. მან სრულად მოახდინა მისი იდენტიფიცირება და ქალობის გამო აღარ ცხვენია, პირიქით, ამაყობს კიდეც ამით. უდაბნოს ქალმა შეძლო თამამი, თავისუფალი ნაბიჯების გადადგმა ცხოვრებაში ისეთივე წარმატებით, როგორც მაღალ ქუსლებზე. ის ჰაროლდთანაც თავისი ნებით მიდის, აღარ ელოდება სახლში საქრმოს, მაგრამ ქალთან მისი დანახვისას გაბრაზებული გამორბის მისგან.

ინტერვიუ BBC–ის ჟურნალისთან, საუბარი საკუთარი რთული ცხოვრების გზაზე, არაჰუმანურ ტრადიციაზე და აფრიკელი ქალების უფბლებების დაცვაზე.

და ბოლო სცენაა ის, რითაც ეს ბლოგ–პოსტი დავიწყე. დიახ, სამყარო დაუსრულებელია, მუდამ სიცოცხლისუნარიანი და შუქცევადი. ვარის დირიე არის საკმაოდ ძლიერი ქალი, რომელმაც თავისი უფლების დასაცავად დათმო ოჯახი, სამშობლო და ის გახდა მაგალითი ახალი ცხოვრების დასაწყისის. ის არ ეკუთვნის სომალის სუბკულტურას და ამავე დროს მთელი დედამიწის სახეა, მულტიკულტურული და მებრძოლი ქალი. ლია კებედემ – ეთიოპიელმა მოდელმა, დედათა ჯანმრთელობის დამცველმა და მსახიობმა, შესანიშნავად გაართვა თავი ვარისის როლის შესრულებას.

სიმბოლურია, რომ ჩემი ამ ფილმის ყურება 8 მარტის კვირას დაემთხვა. ამ დღესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ჩემთვის ეს მხოლოდ ქალთა სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვ.  უფლებების დაცვის დღეა. ჰო, სამწუხაროდ დღესაც არაა მიღწეული გენდერული ბალანსი. დღესაც დევნიან ქალებს ტრადიციებისა და განსხვავებული ცხოვრებისეული ღირებულებების გამო… სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით საქართველოში, ბევრი რამ არის შესაცვლელი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან თანაარსებობა მშიდობიანად, ჩვენი საყვარელი საქმის გაკეთება, რეალიზება და დამსახურებული ანაზღაურება ნებისმიერ სფეროში!


პ.ს.  ჰენრი მილერი ერთ–ერთ ნაწარმოებში წერს: „ყველა ამბობს, რომ სექსი უხამსობაა. ერთადერთი ჭეშმარიტი უხამსობა არის ომი.“



კომენტარები