ბოსხის ჯოჯოხეთური ტილო - სამოთხის ბაღი

როდესაც ევამ თავისი ლამაზი კბილებით ლოყაწითელი ვაშლი ჩაკბიჩა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, იმ საშინელ შედეგს, რაც ერთი შეხედვით ამ უწყინარ ქმედებას მოჰყვა.. ოქროცურვილი სამოთხიდან, სადაც ჩიტები მარგალიტებს სკლინტავდნენ და მცენარეების ჩრდილი ჰაშიშის ცომივით მუქმიმოლურჯო იყო, თაფლობისთვე ჩამწარებული წყვილი დედამიწაზე მოისროლეს... ადამი და ევა ედემში ე. წ. განსულიერებულ მდგომარეობაში ნეტარებდნენ. არ არის ცნობილი თუ რა ფორმით გამოიხატებოდა მათი, ასე ვთქვათ, ეთერული ყოფა, თუნდაც მათი გამრავლების საიდუმლო,.. წმინდა მამების დასკვენებით ადამში იმათვითვე იყო ჩადებული ყოველი ადამიანის გენეტიკური კოდი. ბევრი არაფერი ცნობა გვაქვს თვითონ სამოთხის შესახებ.. სამყაროში, სადაც ორი ჰიპოსთაზი, ბოროტება და სიკეთე მუდმივ ურთიერთჭიდილშია, ითვლება, რომ სამოთხე ისეთი ადგილია, სადაც პრაკტიკულად არანაირი ბოროტების და ცოდვის ადგილი არ არის, ხოლო დედამიწა კი პირიქით, ძირითადათ ბოროტების სავანეა, მაგრამ იმ თეოლოგებს, რომლებიც ამ თეორიას ავითარებენ ავიწყდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი.. თუ დედამიწაზე ბოროტებასთან ერთად სიკეთეც თანაარსებობს, რატომ არ შეიძლება იგივე სიტუაცია სამოთხეშიც ყოფილიყო?.. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს ზემოთთქმული წინადადებები, ევას ვაშლკბეჩის და ადამში პოტენციურად ყველა ჩვენგანის გენეტიკური კოდის არსებობის შესახებ. თუ გავიხსენებთ ადამის შემდგომი თაობების საგმირო საქმეებს, არ უნდა გაგვიჭირდეს ასეთი ლოგიკური დასკვნის მიღება: სამოთხეში სიკეთესთან ერთად ბოროტებაც ანუ ცოდვაც არსებობდა და მას ერთი ვაშლკბეჩით მიეცა გზა ფართო.. ანუ პოტენციურად ჰიტლერი, ჩინგიზ ყაენი, თემურ კოჭლი, ემანუელა, და თუ გნებავთ მარკო მატერაციც. ეს ისაა ზიდანმა, რომ თავი ჩაარტყა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ჯერ კიდევ მაშინ არსებობდნენ ადამში, როდესაც ამ უკანასკნელს არ მოესმინა ძირითადი ინსტიკტის გულის გამაწვრილებელი ხმისთვის და უფლისთვის ქალბატონი ევას შექმნა არ ეთხოვა.. ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი გეტყვით თუ რატომ წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი, ამ ყველაფრის მიზეზი კი იერონიმუს ბოსხია თავისი ნახატით "სამოთხის ბაღი".. ეს სურათი ფერწერის ისტორიაში იმ ნახატების ტიპს განეკუთვნება, რომლებიც თავიანთი იდეურობით გამოირჩევიან და ის მე-15 საუკუნეშია შექმნილი. ჩემი აზრით, არსებობენ სურათების ორი ტიპი: პირველნი, რომლებიც თავიანთი უსაზღვრო ჰიპნოზური ძალით მოგნუსხავენ, და ასე ვთქვათ ფიქრის საშუალებას მაინცდამაინც არ გვაძლევენ, გზა ეთმობა სულს და არა გონებას, მივჩერებივართ სურათებს და რაღაც ამოუცნობი ცუნამისებური ტალღებით ვგრძნობთ მათ მთელი თავიანთი დიდებულებით.. ასეთი ნახატების ტიპს განეკუთვნება ვან გოგის მზესუმზირები საილუსტრაციოდ რომ ვთქვათ.. რაც შეეხება მეორე ტიპს, იგი იდეურია, გვანცვიფრებს თავისი კლასიკურობით, გვაძლევს ფიქრის, აზროვნების საშუალებას, მათში გრძნობებზე მეტი გონებაა.. ამ ორი ტიპის გაერთიანებით კი მივიღებთ იერონიმუს ბოსხს, ფერწერის ასეთი სინთეზია სწორედ სამოთხის ბაღი.. ეხლა კი ორიოდ სიტყვაც იმაზე თუ რატომ დახატა ბოსხმა ეს ნახატი ან რატომ დაარქვა მას სამოთხის ბაღი.. საერთოდ მას ჰქონდა აპოკალიპსური სურათების ციკლი, სადაც იშვიათად შესაზარი რეალურობით იყო ნაჩვენები ადამიანების ჭეშმარიტი სახე.. ბოსხი უნდა ითქვას, რომ საკუთარ სურათებში ინდივიდის ფსიქოლოგიური დეტალების თავისებურებებს დიდ ყურადღებას არ უთმობს.. მის სურათებში ადამიანები განზოგადებულნი არიან სიკეთის და ბოროტების ზღვარზე.. ბოსხი ადამიანებით ცოდვებს უფრო აღგვიწერს, ვიდრე ცოდვებით ადამინებს.. ის ქვეცნობიერის მხატვარია.. იგი უდიდესი ფანტასტიცაა ფერწერის და არამარტო ფერწერის ისტორიაში, თვით ჰერბერტ უელსს, აიზეკ აზიმოვს, ბრედბერსაც კი შეშურდებოდათ ბოსხის სურათებში რობოტებს მიმგვანებული დემონები.. ახლა კი ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ სამოთხის ბაღი.. სურათი კომპოზიციურად ძალიან რთულია მას პირდაპირ ერთი შეხედვით ვერ აღვიქვამთ,, თვალისთვის ის სამ ნაწილად იყოფა.. პერსონაჯები სურათზე, რომლებიც იტანჯებიან სხვადასხვა დემონების ხელში, თითქოს ერთმანეთს გვანან, მათში გამოკვეთილი არ არის ხასიათის თავისებურებები, მაუდისფერი მწვანე ფონი რომელზედაც პერსონაჯები არიან თითქოს დაკიდებულნი მოგვაგონებს ჭაობს ბაყაყისფერს, რაც ასოციაციურად, ჩვენში, ამ შემთხვევაში მნახველში, აღძრავს ჯოჯოხეთის ატმოსფეროს და გვახსენდება დანტე.. სურათის ზედა ნაწილი ცეცხლის ფერებით არის განათებული ეს კიდევ უფრო მეტ ჯოჯოხეთურობას, კეთილი გაგებით სძენს ნახატს.. ბოსხის პალიტრა არ გამოირჩევა ფერადოვნებით, მაგრამ ის იმდენად დამახასიათებელია, რომ არც საჭიროებს ზედმეტ გაჭყეტელებას, მწვანე მაუდისფერ ფონზე სპილოსძვლისფერი შიშველი ადამინები თითქოს ანათებენ, სურათს.. ბოსხი წერს, თავისუფლად, ოდნავ მკრთალი მონასმით, ფაქიზი ხაზები გარკვეულწილად მისტიურობას მატებს ისედაც ფანტასტიური განხრით თავზარდამცემ სურათს.. სურათის ქვედა ნაწილში ნაჩვენებია ორი სახარებისეული ცოდვისგან დატანჯული ადამიანები.. მარჯვენა კუთხეში მოჩანს სიბრტყეზე აჭრილი კარტი, მის ზევით მთელი ბრბო, რომლებიც სხვადასხვა სათამაშო ინსტრუმენტებით შეიარაღებულან, ერთ ქალბატონს თავზე კამათელი ადევს, მეორეს კი ნარდი აღუმართავს მაღლა.. ალბათ ბოსხის ნაცვლად ბოდიშს მე გიხდით, რომ სურათის კომპოზიციაში ვერ მოხვდა ახალი სათამაშო აპარატები და ტოტალიზატორები.. ადამიანები ერთმანეთში არეულან მათ სახეებზე ტანჯვასთან ერთად ცბიერებაც იკითხება სხვადასხვა ფანტასტიური დემონები ჭამენ მათ.. სიხარბე - სწორედ ეს შეიძლება დაერქვას სურათის ამ ნაწილს. ამ სცენის მარცხნივ მოსჩანს სიხარბის ბიძაშვილი - ანგარება, ღორად ქცეულ პატარძალს კოცნის მამაკაცი, მას კი იშვიათი სახეობის დემონი ჭამს. ტილოს შუა ნაწილში ნაჩვენებია მრუშობის ცოდვით დამძიმებული ადამიანები, რომლებსაც ასევე ეშმაკები ჭამენ.. დგას მაღალი ტახტი,, ამ ტახტზე თვით დემონთ უხუცესი განისვენებს, ტახტის ფერხთ ორი ეშმაკუნა ერთი მეძავის დეგუსტაციით ერთობა, მათ პარალერულად სჩანს ტუალეტის ორმო, რომელშიც ბედნიერი სახით საქმეს ილევენ დემონებიც და ადამიანებიც, განსაკუტრებით გვაოცებს ერთი სცენა: თანამედრო კოლბის მსგავსი გამჭირვალე მინა თავს ჩამომხობია სამ ადამიანს, რომლებიც ერთმანეთთან ალერსით გართულან და ეს ალერსი ვეჭვობ დაძმური სიყვარულით არ უნდა მოდიოდეთ, საქმე გვაქვს სასიყვარულო სამკუთხედთან, რომლებსაც გარემოსამყარო არ აინტერესებთ და მისგან გამიჯვნას მინის იმ თავმსამხობით ცდილობენ ვნება მორეულ თავებზე, რომ კიდიათ.. ბოსხის სურათებში ადამიანის ინდერფენტულ სახეებს ხშირ შემთხვევაში უჭკუობის დამღა ადევთ, სურათზე საროსკიპოს ეტიუდის მარცხნივ ნაჩვენებია ათასგვარი საკრავით შეიარაღებული ბრბო, ისენიც, რასაკვირველია, შიშვლები არიან. თავიდან ვიფიქრე, ბატონმა იერონიმუსმა გადაწყვიტა ხელოვნებაც იმ ცოდვებთან გააიგივოს, რომლებიც მას ამ სურათზე მრავლად უცვენებიათქო, მაგრამ მცირეოდენი დაკვირვების შემდგომ მივხვდი ჭეშმარიტებას... ამ მცირეოდინ დაკვირვებაში მთავარი აღმოჩენა იყო სურათზე გამოსახული საკრავები. ისინი შუა საუკუნეებში მეტწილად მასხარებს ჰქონდათ.. ანუ ბოსხი არა ხელოვნებას, არამედ იმ ცუდუბრალოდ აკვნესებულ საკრავების ამკვნესებლებს გადაწვდა, რომლებიც ათასგვარი სპეკულაციებით ცდილობენ ხელოვნება ხელოსნობათ გადააქციონ. ამ მოსაზრებას მეორენაირად გამტკიცებისთვის საკმარისი იქნება გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ იერონიმუსს ბოსხს ეკლესიასთან და ღმერთთან არცთუ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იგივე დამოკიდებულებით ეკლესია ჯამბაზების და ქუჩის მუსიკოსების მიმართ არ გამოირჩეოდა. უფრო მეტიც ამ უკანსკნელთ ეშმაკებადაც კი ნათლავდა და სწორედ ამიტომ დაიმკვიდრეს მათაც ბოსხის სურათზე კუთვნილი ადგილი.. ისე ამ ფრაზას ჩვენი ესტრადის და ლიტერეტურის ზოგიერთი წარმომადგენელი ყურადღებით თუ წაიკითხავს, ცუდი არ იქნება.. სურათის ზემოთა ნაწილი სიუჯეტური განვითარებით მრავალფეროვანია, უფრო კონკრეტულად კი ამ ტრაფარეტული ფრაზის უკან, ომისგან განადგურებული ცეცხლწაკიდებული და დანგერული შენობები დგას. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ რაც ზევით რისვაივაგლახით აღვწერეთ სინამდვილეში ქვევითაა და მიწაშია.. სამოთხის ბაღში უამრავი კომპოზიციაა, მათ ცალცალკე აღწერას ტომეულები დასჭირდება, ამიტომ შევეშვათ ამ საქმეს. ვისაუბროთ, თუ რატო დაერქვა ჯოჯოხეთურ ტილოს სამოთხის ბაღი.. ან რა ჩაიფიქრა ბოსხმა ამ შედევრით.. თუ გახსოვთ დასაწყისში სამოთხეზე, ადამზე და ევაზე ვსაუბრობდი. მაშინ დავსკვენით, რომ სამოთხეში ადამში პოტენციურად ბოროტებაც იდო,, გავიხსენოთ სურათის სათაური, სამოთხის ბაღი ცინიკურად ჯღერს, რადგან სამოთხე ყველასთვის ლამაზია უცოდველი, სადაც არ არის სიხარბე, ბოროტება.. აქ კი ბოსხისეულ სამოთხეში ყველაფერი პირიქითაა სწორედ შეიძლება იმიტომაც, რომ ბოსხს უნდოდა ამ ლოგიკით სურათს შესაძლოა სამოთხის ბაღის ნაცვლად მეორე სახელიც ეწოდოს (ადამის მეორე მხარე). ასეთია პირველი ჰიპოთეზა, ვნახოთ მეორე პირობითად - (ბ) ადამიანები, რომლებიც ღვთის რწმენას კარგავენ, ხშირ შემთხვევებში სიგიჯის ზღვარზე არიან.. შუა საუკუნებში, როცა შავი ჭირი მძვივარებდა, სიკვდილ მოახლოვებული ადამინები, რომლებიც არც ცაში ელოდნენ სიმშვიდეს, ხშირად მართავდნენ ორგიებს, თავაწყვეტილ ვაკხანალიებს, ანუ მათებურად ყოველივე მატერიალურიდან ქმნიდნენ სამოთხეს დედამიწაზე.. ამ პროცესბიდან არც ისე შორს იდგა იერონიმუს ბოსხი, რადგან მისთვის შუა საუკუნეები ერთგვარად მშობლიურიც კი იყო, და ალბათ შესაძლოა ამ მომენტმაც იქონია თავის გავლენა სურათის შექმნისას.. თუმცაღა, მე მაინც ძალიან მინდა ვიფიქრო, რომ ბოსხს ეს ნახატი ერთგვარად თეოლოგიურ ფილოსოფიური თხზულებაც კია.. საერთო ჯამში ამ სურათზე მემილიონედიც კი არ მისაუბრია .. იგი იმდენად მაშტაბურია, რომ ალბათ ვერც კი შევძელბ, თუნდაც მის დაწვრილებით აღწერას, ანალიზს რომ თავი დავანებოთ, თუმცა არ მავიწყდება, რომ ბოსხი, დეგა, და ვინჩი თუ სხვები, ჩემთვის შენთვის, და ყველა ჩვენგანისთვის ქმნიდნენ ამ შედევრებს... ყველამ უნდა ვიპოვნოთ ჩვენი ბოტიჩელი თუ ვან გოგი. ამისთვის ფიქრია საჭირო.. დიახ, ბატონებო, ყოველი გენიოსის შედევრს ერთი კარგი თვისება აქვს, მისი ხილვის შემდგომ გრძნობ რომ იწმინდები და უკეთსედები .. საოთხის ბაღი ყველამ უნდა ნახოს ჩემებრ ტანკისტმაც და ხელოვნებათმცოდნემაც რისთვის? გვეპასუხებს მესამე ძმა კეჯერაძე smile emoticon ადამიანებს შორის უკეთესი ურთიერთობებისთვის smile emoticon

პ.ს ფელინმა "დოლჩე ვიტას" სწორედ ბოსხის პრინციპით დაარქვა სახელი .. smile emoticon ეს ისე .

The Garden of Earthly Delights by Hieronymus Bosch
Unpublished manuscript of a lecture, given at Central European University,Budapest, on Dec. 8, 2011.



კომენტარები