ყველა თავისთვის, ღმერთი კი ყველას წინააღმდეგ

1962 წლის 28 თებერვალს ავად შემოჰკრა ზარმა ძველი გერმანული კინემატოგრაფის თავზე: ახალგარზდა გერმანელი რეჯისორების ერთი ნაწილი, მათ პლუს, მთელი გერმანული ინტელიგენცია და გამრავლებული იმ პერიოდის პროზის ვარსკვლავ - ჰაინრიხ ბიოლზე, თავს დაესხა ძველ კინოს და მოაწყო ქელეხს წინა კონფერენცია სათაურით - "ძველი გერმანული კინო მიიცვალა.." მარილზე გასულ მამების კინოს დამტირებელიც კი არ ჰყავდა ვინმე. მეტიც: აღგზნებულმა რეჯისორებმა ლამისაა ფაშიზმის განვითარების მოტივირებაშიც კი დადეს ბრალი და ისტორიის ბოძზე ჩამოხჩობა მიუსაჯეს, სიმართლე ვთქვათ და, გამომსახველობითი ფორმებით ერთ-ერთ საუკეთესო კინოს.. თუმცა, მკვდრის გასამართლება მხოლოდ სიმბოლური აქტი იყო და ჩამოხრჩობა-კონფერენცია კი თავის წარმოჩინება, პიარის ერთ-ერთი საუკეთესო გზა.. სიმართლე ითქვას, გერმანელები აჰყვენენ მეზობელი ფრანგების ფეხის ხმას, რომელთაც ახალი მოხდენილი ჰქონდათ მორიგი რევოლუცია, არა პოლიტიკაში, ამჯერად კინემატოგრაფში და თავიანთი თავისთვის ფრანგული ახალი ტალღის შემოქმედები ეწოდებინათ.. ტრუფოს და ძმათა მისსა მიერ აღძრული ახალი ტალღა ცუნამად მოევლინა მეზობელ გერმანიას და თითქმის ყველა ახალგაზრდა რეჯისორის გულ-სული წალეკა. თუმცა, დამხრჩვალი ამ ცუნამისგან უკვე თითქმის 12 წლის მკვდარი ძველი გერმანული კინო დარჩა, რომელსაც გაზრდილი შვილები ოიდიპოსივით ექცეოდნენ.. მათ ფეხის ხმას არ აჰყვა ჭეშმარიტი დონ კიხოტი გერმანული კინოსთვის და თუ მკითხავთ, მისტიური ჯადოქარი ჰერ ვერნერ ჰერცოგი.. მისi გამორჩეული პიროვნება ვერ იტანდა ერთსულოვან საზოგადოებას, ვერ იტანდა ამ საზოგადოების მიერ გარიყვის ნებისმიერ მცდელობას და ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო მარტო, ემხილებინა კაცობრიობის მანიაკალური მისწრაფებები,.. არ უშინდებოდა სათქმელის ხმამაღლა თქმას.. კრიტიკოსები მას ხან გერმანული რომანტიულ კლასიკური კინოს უკანასკნელ მოჰიკანს, ხანაც კი გაბროტებულ და შურიან ცინიკოსად მოიხსენიებდნენ. თავდ კი არასოდეს იწუხებდა თავს ფილმების სტილიზებით, თავის შემოქმედება , ჰემინგუეის მოხუცის თევზად მიიჩნდა და კრიტიკოს ზვიგენებს ხანდახან ხურდად მარტო ფეხებს როდი გადაუყრიდა. ჰერ ვერნერს მათ დასაკმაყოფილებლად ყოველთვის გააჩნდა გარკვეული ადგილები. თავის მხრივ კი დაკმაყოფილებული კრიტიკოსნი ახალი ენერგიით ცდილობდნენ ჰერ ვერნერის გაბითურების მცდელობას, თუმცა დიდი თევზი ყოველთვის დიდ თევზად რჩებოდა.. ჰერცოგი დაუღალავად ებრძოდა საზოგადოებაში არსებულ სნობურ წესებს, რომლებიც, მისი აზრით, ბორკავდა ადამიანს, უზღუდავდა მას შინაგან თავისუფლებას და აიძულებდა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ემოქმედა.. საერთო ჯამში ჰერცოგი ავტორია 50-მდე ფილმისა, მათ შორისაა 1974 წელს გადაღებული ფილმი: "ყველა თავისთვის და ღმერთი ყველას წინააღმდეგ".. ფილმში გაკრიტიკებულია საზოგადოების ცხოვრების სტილი, მათი სნობური დამოკიდებულება, ქსენოფობია , ურთიერთობები ___________________ დამეთანხმებით და, ეს დახასიათება, რომელიც ზემოთ წაიკითხეთ ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს დაამშვენებდა, იმდენად ტრაფარეტულია. საჭიროა მეტი კონკრეტიკა, თან მით უმეტეს, როცა ისეთ რეჯისორზე ვსაუბრობთ როგორიც ჰერ ვერნერია.. დასწყისიდანვე გპირდებით, რომ ჰერცოგის ფილმის გარჩევისას მეცნიერული წერის ტონს ხანდახან ლირიკული გადახვევა მოჰყვება, რადგან შეუძლებელია ქარიზმის გარეშე წერო ისეთ ნაწარმოებზე, როგორიც ეს შედევრია..თავის გასამართლებლად კიდევ აღვნიშნავ, რომ თუ ჩვენ მშრალი, ტრაფარეტული, მაგრამ ინფორმაციებით დახუნძლული წინადადებებით შემოვიფარგლებით, მაშინ დავკარგავთ იმ ემოციურ მომხიბვლელობას, რომელიც ჰერ ჰერცოგის შემოქმედებას უხვად ახასიათებს.. მაშ ასე: ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ვერნერ ჰერცოგის 1974 წლის ნამუშევარი: "ყველა თავისთვის და ღმერთი ყველას წინააღმდეგ".

ჰორიზონტი არის თვალთახედვის ბოლო წერტილი, მიზანი, რომელიც მიზნადვე რჩება. თითქოს წვდები, მიდიხარ მისკენ, მაგრამ რამდენადაც უახლოვდები, იმდენადვე გშორდება. ის მუწვდომელი ოცნებაა ღვთის განგების დაშვებული, რათა ადამიანმა თავის სიმდაბლე და ბუნების სიდიადე შეიჩნოს. იცვლებიან დრონი, ცივილიზაციები, მაგრამ ჰორიზონტი კი მარადია, ჩვენ ჰორიზონტს კვლავ დაუბრუნდებით, მანამდე კი ჩვენი ფილმის მთავარი გმირი კასპერ ჰაუზენი გამოვიყვანოთ დღის სინათლეზზე .. იგი გაიზარდა საკანში, სადაც ვერც ჰელიოსის სხივები აღწევდა, ვერც თუთარჩელას შუქი.. მისთვის უცხო იყო ადამიანი, სიარული, ლაპარაკი, სევდა, სამყაროს არსებობის თეორიები, მისი არსებობა მის ირგვლივ მყოფი ოთხი კედლით შემოიფარგლებოდა. ის არ იცნობდა ვაშლის ხესაც, რომელმაც ადამიანს სიკვდილი აჩუქა. ცხოვრობდა ინსტიკტებით, თუმცა მისთვის გარკვეული ინსტიკტებიც ჩახშული იყო, რადგან მათი გამომჯღავნების საშუალება ვერ ეძლეოდა. კასპერისთვის უცხო იყო თვით სიყვარულიც.. მე სპეციალურად ვამბობ სიტყვა "უცხოს", რადგან სიყვარული დედამიწაზე მცხოვრებ ყველა არსებაშია გარკვეული დოზით. არ მინდა ამ ადამიანისთვის თითქოს იდეალურ გრძნობას ინსტიკტი ვუწოდო, მაგრამ ასე გამოდის, ჩვენ, ადამიანებს გვიყვარს თავის მოტყუება, გაბითურება. როცა უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს უმალ ვივიწყებთ რომანტიზმს და უპრაკტიკულესი ცხოველები ვხდებით, რომლებისთვისაც საკუთარ ინტერესებზე მეტი მაღალი ღირებულება არ არსებობს.. კასპერი კი შორს იყო ამ ყველაფრისგან და სამწუხაროდ ყველაფერი იყო კასპერთან ძალიან ახლოს.. რეჯისორს კასპერ ჰაუზანი დღის სინათლეზე გამოჰყავს. სამყაროში, სადაც საშინლად მომქანცველი წესები მეფობენ, ცხოვრობენ ბავშვებივით ცნობისმოყვარე, მაგრამ არაწრფელი ადამიანები, რომელთათვის კასპერ ჰაუზენი ძალიან საინტერესო ექსპონანტია , .. საოცარია მაგრამ კასპერ ჰაუზენი არ იჩენს იმდენ ცნობისმყვარეობას, სამყაროს მიმართ რამდენსაც სამყარო მის მიმართ,.. ბიურგერთათვის, რომლებიც პედანტური ფსიქოლოგიით გამოირჩევიან, კასპერ ჰაუზენი ამოცანაა, რომელიც უნდა ამოხსნან, მექანიზმი, რომლის მუშაობის პრინციპის გაგება თუნდაც გატეხვის ფასად დაუჯდეთ, გაიგონ, უკაცრავად ერთ წამს შევწყვიტოთ თხრობა და ზემოთზსენებულ x ჰორიზონტს დავუბრუნდეთ: 
ხანდახან როცა უკვე დიდებს თვალი შორეთისკენ გაგვექცევა და დანისლული თვალებით ჰორიზონტს შევაცქერდებით, ჩვენივე ქვეცნობიერში დალექილი აზრები ფუსფუსით აიშლებიან და ჩვენ თვალწინ, ლაგერფელდის მოდელებივით პოზირებენ. ასეთი სანახაობით შეძრულნი, თითქოს ცხელ ასფალტზე დაცემული თოვლის ფიფქივით შიშინით ვდნებით და გვინდა შევეხოთ მოდელებს, უკაცრავად აზრებს, რა მაცდურათ გვიცქერს?, როგორ იწონებს თავს და გველოდება ჭინჭის ბურთი, მოდი დამარტყიო, გვეუბნება თითქოს და თავი ისე უჭირავს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბურთი იყოს. წყრომით და საყვედურიანი შავი თვალებით გვიცქერს უცხვირო თოვლის ბაბუა, რაღაც დაგრჩათო გვახსენებს, მაგრამ ამ დარბაისელმა ის კი არ იცის, რომ 90-იანებია და სტაფილოსთან ნურას უკაცრავად , მაშინ ჯოხის გაკეთება მაინც არ დაგავიწყდესო, გვევედრება თვალებით.. იქვე მეზობლის გოგოც გასხლტება ჭინკასავით, თან წაიყოლებს პირველი კოცნის ალმურს და წითელ მზესავით ჩაესვენება აზრთსაწიერში, ლაგერფელდების მოდელებს გამოლევა არ ეწყობათ, ისენი ჰორიზონტის ფარდიდან უწყვეტად მოდიან ჩვენსკენ, შეჩერდებიან, დაგვხედავენ ჩვენი ცვლილებით თავადაც გულდაწყვეტილნი ამაყად შებრუნდებიან. წასვლისას მაქსიმუმ ერთხელ შემოგხედონ და კვლავ ჰორიზონტში უჩინარდებიან.. უკაცრავად, რომელი საათია? ცუნამივით თავს დაგვატყდება, რეალობა და მისი ჩვენნაირი შვილი, შუახნის ქაქანა ქალბატონის სახით, რომელმაც თავის შეკითხვით ძლივს მოწყვეტილ რეალობაში დაგვაბრუნა... ჰორიზონტი კი ჰორიზონტობს... ვერნერ ჰერცოგმა კასპერის მაგალითით, გვაჩვენა საზოგადოების დამოკიდებულება უცხოს მიმართ , საზოგადოება მის ქვევით ბრბო, ხოლო ბრბოს წინაპარი ჯოგი, როგორ რეაგირებს განსხვავებულ ადამიანზე.. ბიურგერული საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, ცდილობენ საერთო იპოვნონ, კასპერთან. მას იკვლევს ეკლესია, მეცნიერები, სხვადასხვა კასტა, ცდილობენ თავისი მიზნები განავრცონ კასპერზე, ფილოსოფოსები მღვდლები ვაჭრები თუ მათხოვრები კასპერში ხედავ ისეთს რაც მათ არ აქვთ, ცდილობენ მოარგონ მათი გაცვეთილი წესები თუ ტანისამოსი, ყველაფერი, რაც კი ადამიანს აურჩევია თავისი თავისუფალი ნების დასათრგუნად, ბიურგერები კარგად ხალისობენ კასპერის პირველ ცრემლზე, თუ მის პირველ ემოციებზე, აოცებთ ისიც, რომ კასპერს არ აქვს სიკვდილის შიში, ის არაჩვეულებრივი სიმარტივით ადუმებს ფილოსოფოსთ, მღვდელმსახურთ. თუ თავიდან კასპერი ართობდა ბიურგერებს, ნელნელა მათი გრძნობები იცვლება. ისენი რწმუნდებიან, რომ კასპერი ვერასდროს გახდება მათთნაირი, მათ გულებში და გონებაში შური ისადგურებს. შურს ზიზღი ცვლის და მთელი საზოგადოება იწყებს ერთობლივი ძალებით მოქმედებას, თუ როგორ მოაშთონ და გაანადგურონ კასპერ ჰაუზენი. ისენი ეძებენ იმ განსხვავებულს, რაც მათ არ აქვთ, უფრო სწორად კი, დიდი ხნის უკან დაკარგეს, გაშმაგებულები ცდილობენ კასპერის მოკვლის სამართებლივი სტატუსის მოძებნას. ამ აბსურდში მხოლოდ კასპერი იღიმება.. ბრბოს ტვინი კი შეშინებული თაგვივით აწყდება  გახურებულ თავის ქალას, ლამისაა პანიკამ მოიცვას მთელი საზოგადოება, კასპერ ჰაუზენმა ხომ მათი რუტინულ აბსურდული ცხოვრება არია? ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა და გუგულები, სულაც არ აღმოჩნდნენ გუგულები .... ისენი იმ ჯოგის წევრები, აღმოჩნდნენ, რომლებსაც ხორცმა უგრძნო, რომ მათ ფსიქიკურ არსებობას საფრთხე შეექმნა. რომ მათი აქამდე ნაკოწიწები მორალი, წესები, რაობა, ყოფნა და არყოფნა, ყველაფერი, რაც კი თავს თავისივე ნებით მოიხვიეს, შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს და შესაბამისად თვითონაც გაქრნენ.. ამ საფრთხის წინაშე კი მათ უსუსურმა, ერთი შეხედვით, მათნაირმა ადამიანმა დააყენათ.. შემდეგ კი კასპერ ჰაუზენს კლავენ.. საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე ფსევდო ეთიკა. ბიურგერები ამტკიცებენ, რომ საზოგადოების, ინტელიგენციის თუ ეკლესიის მცნება უბრალოდ ნიღაბია, ჯოგის ნიღაბია, ის ფლასებია, რომელიც გაშიშვლებულ-ველურ ინსტიკტებს მალავს, სანამდე საფრთხე არ შეექმნება ამავე ინსტიკტებს. კასპერ ჰაუზენი 30 წლისა ამოჰყავთ თავის ხაროდან. უნებურად ადამი გამახსენდა, ბავშობა ვერ განცდილი ადამი, რომელიც 30 წლისა შექმნა უფალმა. ამ პარალელებში იესო ქრისტეც ჩნდება, რომელიც 30 წლისა იწყებს ქადაგებას დედამიწაზე, ფეხის ხმას აჰყვა ღმერთისმკვლელი ნიცშეს ზარატუშტრა, რომელიც 30 წლის იწყებს ქადაგებას იესოსავით ,.. ამ უკვე მარავლხსენებულ 30-ებს აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ - განსხვავებული ადამიანები..პირველი კასპერ ჰაუზენი ადამია, რომელიც სამოთხიდან გამოაძევეს, მას ეყო სიმამაცე და ევას რევოლუციურ ნაბიჯებს აჰყვა. ევას გაუაზრებელი ნაბიჯები, ადამის მწყობრ ლოგიკას თითქოს უნდა შეწინააღმდეგებოდა, თუმცა ადამმა გატეხა რუტინა და თავის თავზე აიღო ევას ვაშლკბეჩა, როგორც ცნობილია, როდესაც ადამი დედამიწაზე მოხვდა მას ცხოველების მეტი არავინ დახვედრია, კასპერ ჰაუზენს კი, პირდაპირ ვთქვათ, რომ არ გაუმართლა .. არ გაუმართლა, ასე ვთქვათ, იესო ქრისტესაც, რომელიც გულგაბოროტებულმა კაცობრიობამ ჯვარზე ვაცვით. დიახ, ჩვენ, ყველანი ვიყავით იქ გოლგოთასთან და ტაშს ვუკრავდით, როდესაც განკაცებული ღმერთი ჯვარზე აგეს.. ვინ იცის მის მერე რამდენჯერ გამოგვიძახებია ბისზე უამრავი სხვა ქრისტეები განსხვავებულობის გამო, ამ თეატრში ხომ კეისრის გონება ხალხია, რომლის სურვილები რატომღაც მეტწილად დაბლა დაშვებულ ცერა თითში გამოიხატება. ავე დიქტატურას! ქრისტესა და კასპერს შორის უამრავი საერთოა, მაცხოვრის გამორჩეულობა არც მის თანამედროვე საზოგადოებას ეხატებოდა გულზე , გარდა შურისა, ცნობისმოყვარეობამაც აიძულა ბრბო, მათივე მხსნელი ჯვარზე გაეკრათ.. იესო ქრისტეს პიროვნება უცებ გამოჩნდა ადამიანების ცხოვრებაში. ისენი თავიდან ინტერესით მოეკიდნენ, შემდეგ იწამეს სასწაულები, მერე კი შეშურდათ. შურმა ზიზღი გამოიწვია. თან ის ქადაგება, რომელიც ქრისტემ მოიტანა, მათ ხორცისეულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ადამინებს აგიჯებდათ ქრისტეს ღვთიური ბუნება, რას არ მისცემდნენ მათ წინ რომ ილუზიონისტი მდგარიყო, მთელ სამყაროს ფეხქვეშ გაუგებდნენ, სამუდამო მონობას შეფიცავდნენ, ოღონდ კი ჯოგს გარდაქმნის საფრთხე არ გაჩენოდა.. ისენი ერთგავრად ამოწმებდნენ მათ წინაშე მათნაირი ადამიანი იდგა თუ ჭეშმარიტად მესია.. ოო, როგორ უნდოდათ ქრისტეს ჯვრიდან საზეიმოდ გამოეცხადებინა რომ შარლატანი იყო, თუმცა მაშინ ეს სიტყვა არ არსებობდა .. საოცარი სისატიკით აიძულებდნენ ჭეშმარიტ ზეკაცს, დეთმო ღვთიური ბუნება და მათნაირი გამხდარიყო.. შურია ამ სამყაროს მამოძრავებელი, ის აძლევს ადამიანებს მოძრაობის კეთების ამბიციას. აი, თავად ლიუციფერიც კი, მანაც ვერ აიტანა თავის შემქნელის სიძლიერე და განუდგა მას. კაენი, რომელმაც აბელი მოჰკლა და მთელი ჯოგი საზოგადოების ნიღაბ ქვეშ, რომელიც თავის თავსაც სიამოვნებით შეჭამდა თუკი დაინახავდა... მახსენდება ლიტერატურული კასპერის ანალოგები, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა "იგი".. წელში გასწორებული პირვეყოფილი. ხომ იგიც საზოგადოების ზიზღის მსხვერპლი ხდება, მათ ხომ იგის განსხვავებულობა აწუხებთ? .. რატომ არის განსხვავებული იგი? კვირვობენ და შესაბამისი შედეგებიც არ ანახებს - დიდი დაძინების ქარაფიდან იესოს თუ კასპერის გზას გაჰყვება. ჭეშმარიტად ლიტერატურული ქრისტე იგი.. აი, რატომ არ შეუერთდა საზოგადოებას ვერნერ ჰერცოგი, რომლებმაც გამიჯნეს გზა გერმანული ძველი კინოსგან ფაშიზმის გამო.. გამიჯნეს თვითონაც რადიკალური ქმედებებით - ფაშიზმი ფაშიზმის წინააღმდეგ. ვერნერ ჰერცოგი მეტად გლობალურად ხედავდა ამ პრობლემას. ის ფაშიზმს ყველა საზოგადოების, ყველა ერის, დიდის თუ პატარის ქვეცნობიერში ჩალექილ ინსტიკტად აღიქვამდა და არა მარტო გერმანიის პრობლემად. ადმიანის ცვლილება კი არათუ 60 წლების ათწლულში, არამედ ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა. აი, კარგად დავიწყებული თემა გამახსენდა, ჰორიზონტი: გაგახსენდებათ, თუ როგორ ჯღერდნენ კომუნისტები, ამხანაგებო, ჰორიზონტზე კომუნიზმია.. მშრომელი მასების, ოქტომრელების, ნორჩი ლენინელების, შეთქვირებული პიონერების და დასრულებული კომკავშირელების, ამათ გაბოზებული პარტიულები დავუმატოთ, წინსვალს ვერაფერი უდგებოდა წინ. ისენი უსწრებდნენ კაპიტალისტებს, მიდიოდნენ მტკიცე სტალინური ნაბიჯებით იმ ჰორიზონტისკენ, რომელიც მარად და მარად შორდებოდათ მათ. მიუხედავათ გიგანტური ნაბიჯებისა ერთი მეტრითაც კი ვერ შეამცირეს მანძილი ჰორიზონტზე შემოდებული კომუნიზმამდე.. დღეს კი ჰორიზონტზე ნატოა, მეგობრებო, ვნებიანად წამოწოლილა და თავის უსაფრთხოებას ცხვრწინ გვიფრიალებს. დღესაც ჩვენ მივიღწვით გაშმაგებულნი ნატოსკენ, გვინდა შევიდეთ, შევიგრძნოთ, ფეხი მაინც შევყოთ ნატოში სხვა თუ ვერაფერი, მაგრამ მანძილი არ იკლებს, ერთი ნაბიჯითაც ვერ ვუახლოვდებითდა და იცით რატომ? ოო, თავად მოიფიქრეთ, ჰორიზონტი კი ჰორიზონტობს..

კასპერ ჰაუზენს საოცრად წრფელი გრძნობები აქვს. ისენი ათასგზის აღემატებიან მთელი საუკუნეების დაგროვილ მანჭვა-გრეხას, თუ იმ ნაგავს, ცივილიზაციას და კულტურას რომ უწოდებს საზოგადოება. ისე კი თავად საზოგადოება ხომ ცალკეული ინდივიდებისგან შედგება, თითეულს საკუთარი სამყარო გააჩნია , პრეისტორიულ ჯოგური თუ თუნდაც ბიბლიური ნათესაობა ადამიანებს ერთად ყოფნისკენ გვიზიდავს. ეს არის ერთგვარი თავდაცვითი რეფლექსი. თუ გარემო სამყაროს დავაკვირდებით ყველა სხვა სულდგმულში მსგავს ასოციაციას აღმოვაჩენთ, მაგრამ ადამიანები ბევრად განვითარებულები ვართ მათზე. გვრცხვენია, რომ რაიმეთი ისეთი მდაბალი არსებები, როგორიც ცხოველები არიან, შეიძლება გვგავდნენ, ან პირიქით. ამიტომ ვქმნით მორალს, რომ ჩვენს განსხვავებულობას ხაზი გავუსვათ, აქ უნდა ვეძიოთ კაცობრიობის ფაშიზმისაკენ მიდრეკილება. მოდაშია გამოთქმა კაფკას სამყარო. მისი და ჰერცოგის შემოქმედება ერთმანეთს დიდათ არ ჰგავს, მაგრამ იდეა და მიზანი ერთი აქვთ: ორთავე აკრიტიკებს დედამიწაზე არსებული საზოგადოებებს, ადამიანის ცხოველურ ინსტიკტებს, წესებს, რომლებიც თითქოს ამ ინსტიკტების დასაძლევადაა შექმნილი, მაგრამ სინამდვილეში ეს წესებიც ინსტიკტების მიზნებს ემორჩილება და მათგანაა ნაკარნახები, ანუ მთელი კონსტიტუციები, ეთიკურ-მორალური ნორმები "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ინსტიკტებია ჩვენს დასათრგუნადა შექმნილი.. კაფკას სამყაროში ადამიანები ემპირიულები და დათრგუნულები არიან იმ დიდი სისულელით, აბსურდით, რომელშიც ცხოვრობენ: ერთგვარად ბრმად მინდობილნი წესებს. ფეხებზე იკიდებენ საფრთხესაც კი და თავისი ნებით ადიან დიდი დაძინების ქარაფზე. ჰერცოგი კი გვიჩვენებს ამ წესებისგან გარდაქმნილ, დაკმაყოფილებულ საზოგადოებას, რომელთათვის ბიურგერული ცხოვრება სამოთხეა და ეს სავსებით აკმაყოფილებთ. ისენი არ არიან დათრგუნულენი ემპირიულები, პირიქით აშენებენ და აძლიერებნ მათ მორალს და გავლენას... ჰერცოგი არ უშვებს იმ აზრს, რომ ამ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს იესო , ან კასპერ ჰაუზენი. მისთვის საზოგადოება ძლიერი ჯოგია, რომელშიც მგლური კანონები მეფობს , უფრო სწორად ადამიანური. ჩვენ ადამიანებს გვიყვარს ჩვენი თვისებების ცხოველებზე გადაბრალება .. კაფკა კი თვლის, რომ თუნდაც ბანკის მოხელეში შეიძლება ღმერთის ზეკაცის გამოღვიძება. მის სამყაროში წესები წარმოშვებს ყალბ გრძნობებს, რომლებიც თავისთავად ცხადია იმდენად სულელურია, რომ აბსურდში აგდებს ცხოვრებას, კაფკა თუმცა ძნელი დასანახია, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ადამიანის რწმენას და ადანაშაულებს მხოლოდ და მხოლოდ ნორმებს ადამიანის დეგრადაციაში, რის შედეგადაც ბიურგერულ, კომუნისტურ, თუ დემოკრატიულ საზოგადოებას ვიღებთ. დღევანდელი ცხოვრების პროცესიც კაფკას პროცესისეულ ცხოვრების პროცესს მაგონებს. სწორედ ამიტომ ვამბობ ასე ხმამაღლა, ეს პრობლემა დედამიწაზე ყოველ შემთხვევაში უკვდავია. კაცობრიობის შექმინდან დღემდე მუდამ არსებობენ ადამიანთა პატარა ჯგუფები, რომლებიც მართავენ სამყაროს. ეს პატივცემული ბელადები, მეფეები თუ სახეღიმილა პრეზიდენტები, ცდილობენ შექმნან ისეთი სამყარო, რომელშიც ადამიანის ცხოვრება ჩარჩოში იქნება მოქცეულ, რათა ადვილად გააკონტროლონ. ამისთვის ჭირდებათ იდეოლოგები, კანონები, ხელოვნება, რელიგია და ცხოვრებაც ნელ-ნელა კაფკასეულ პროცესს ემსგავსება, ამ ცხოვრების პროცესს კი მივყავართ ჰერცოგის ბიურგერულ საზოგადოებამდე. რომელიც თავის მხრივ ალბათ დღევანდელობამდე მოდის და ადამიანებს რობოტებად გვაქცევს. არ განსხვავდება დიდათ იესოს, თუ შუა საუკუნეების საზოგადოებები, არც დღეს გამოვირჩევით მაინცდამაინც. თემიდან გამდინარე შეიძლება დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ მე თითქოს ანრქისტულ იდეებს ვემხრობი. არა, მეგობრებო, მეც მკვდარი თევზივით მივყვები ამ დინებას და არასოდეს ვივიწყებ, რომ ყველაზე დიდი ილუზიონისტები ხელოვანები არიან. კინო კი ილუზია, რომელსაც შეუძლია ერთი წამით მაინც გვაფიქრებინოს რომ სხვები ვართ. კასპერ ჰაუზენი კი ცხოვრების პროცესიდან გადაღლილი ადამიანის ოცნებაა, რომელიც არასოდეს ასრულდება. იქნებ ყველას გვინდა კასპერობა, თუმცა ვიცით, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ უკვე მოწამლულები ვართ რუტინით, ჩვენ უკევე აბსურდში ვართ და ვერნერ ჰერცოგი კი უშესანიშნავესი რეჯისორია, რომელმაც მოახერხა და ჯადოსნური ჯოხით, გავმეორდები , ჩვენ ცხოვრების პროცესისგან დაღლილ ადამიანებს კასპერობა მოგვანდომა.. კასპერი ხომ მიუწვდომელი ოცნებაა,.. ვიყოთ ყველა თავისთვის და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ღმერთი ყველას მოგვხედავს , ჰორიზონტზე , ჰორიზოოონტზე , იქ შორს ჰორიზონტზე კასპერ ჰაუზენია მეგობრებო... 



კომენტარები