რატომ ანიჭებენ უპირატესობას ონლაინ სესხებს ქართველები?

კვლევის შედეგები-რატომ ანიჭებს უპირატესობას ონლაინ სესხებს ქართველები?

ფინანსურმა პორტალმა topsesxi.com-მა 2017 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევები, რომელთა მიზანი იყო ქართველი მოსახლეობის ინფორმირებულობის დადგენა არასაბანკო სესხების სექტორში, მათ შორის იმის განსაზღვრა, თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას ქართველი მომხმარებლები სწრაფ ონლაინ სესხებს , საბანკო სესხებთან შედარებით.

Topsesxi.com-ის მთავარი რედაქტორის ბატონი კაზლაუსკას აზრით- მომხმარებელთა შეხედულებები ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციის ხარისხზე.

გამოკითხვების შედეგად დადგინდა, ხალხის შეხედულება პასუხისმგებლობით სესხებაზე და მათი ცნობიერების დონე არასაბანკო სესხების სფეროში.

გამოკვლევების შედეგები

გამოკვლევის შედეგები მიუთითებს,  რომ რესპოდენტთა 65% დადებითადაა განწყობილი და კმაყოფილებას გამოხატავს სწრაფი სესხების მომსახურეობის მიმართ არასაბანკო სფეროდან.  

რესპოდენტთა 53% ურჩევს არასაბანკო სესხებს თავიანთ მეგობრებსა და ახლობლებს, ასევე რესპოდენტთა 53%-ის აზრით სწრაფი სესხი არის აუცილებელი.

არასაბანკო სესხებით სარგებლობის მთავარი მიზეზი რესპოდენტთა 29%-ის აზრით არის სესხის მიღების სისწრაფე.

მეორე მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები მიმართავენ სწრაფი სესხების კომპანიებს არის ის, რომ მათ მიიღეს უარი ბანკისგან, ამ მიზეზს ასახელებს გამოკითხულთა 18%, ხოლო რესპოდენტთა 16%-ისთვის სწრაფის სესხის აღება არის უფრო ადვილი მათი დაბალი შემოსავლების ფონზე.

გამოკითხულთა 15% უპირატესობას ანიჭებს სწრაფ სესხებს, პირველად უპროცენტოდ მიღების გამო, ხოლო 12%-ის აზით სწრაფი სესხის უპირატესობას წარმოადგენს მათი აღების შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში.

ონლაინ სესხების მთავარი უპირატესობა

ონლაინ სესხის არჩევისას მომხმარებელთა 40% მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, არის თუ არა სესხი უპროცენტო, ხოლო 29%-ის თვის მთავარი ფაქტორია სესხის პროცენტის განაკვეთი.  16 %-ის აზრით მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი თანხის  მოცულობა.  ხოლო რესპოდენტთა 11%-ის აზრით მთავარი ფაქტორი სესხის აღების გამჭირვალობა და პირობების სიცხადეა.

გამოკითხვის მიზანი იყო ასევე დაგვედგინა, რამდენად მნიშვნელოვნად ეკიდებიან სესხის უკან დაბრუნების საკითხს მომხმარებლები, გამოკითხულთა 88% დიდ ყურადღებას აქცევს თანხის უკან დაბრუნებას.

სწრაფი სესხის აღების მთავარი მიზნები

გამოკვლევის საშუალებით ასევე დავადგინეთ ის მთავარი მიზეზები, რის გამოც მომხმარებლები იღებენ არასაბანკო სესხებს.

რესპოდენტთა 30% სესხს იყენებს ყოველდღიური შენაძენებისთვის, 13%- გაუთვალისწინებელი შენაძენებისთვის, 10% სამედიცინო ხარჯებისთვის და 37 % სხვა ხარჯებისთვის.

გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, topsesxi.com კვლავ გააგრძელებს ფინანსური საკითხების მიმოხილვას და შესაბამისი ფინანსური დახმარების გაწევას მომხმარებლებისთვის.

2017 წლის თებერვალში, topsesxi.com-მა ჩაატარა გამოკითხვა არასაბანკო სესხებთან დაკავშირებით. გამოკითხვა ჩატარდა ინტერნეტით და მასში მონაწილება მიიღო 1,073 ქართველმა ადამიანმა, რომელთა ასაკი განისაზღვრებოდა 18-დან -74-მდე ფარგლებში. ინფორმაციის დაწვრილებით სანახავად, ესტუმრეთ ჩვენ ვებ-გვერდს topsesxi.com

Topsesxi.com საქართველოში მოღვაწეობს 2015 წლიდან, ის არის ფინანსური მედია პორტალი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. მისი მიზანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და მათთვის რჩევების მიცემა სხვადასხვა ფინანსურ საკითხებზე, მათ შორის არასაბანკო სესხებზე. დამატებითი ინფარმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ საიტს.

 

 



კომენტარები