სამართლებრივი იუმორი

თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი გავხდი. მე კი მთელი ოთხი წლის მანძილზე ლექციებზე ჩანაწერებს ვაკეთებდი, მათ შორის, სამართლის ლექტორების შიგადაშიგ გამომწვარ ე.წ. სამართლებრივ იუმორსაც ვინიშნავდი. აქამდე არაერთხელ მქონია მისი თავმოყრის და „გაპოსტვის“ სურვილი, როგორც ხედავთ, ეხლა მოვახერხე...

პირველ სემესტრში ძირითადად, სოც-პოლის ლექციებს ვისმენდი, ვიდრე სამართლის. გიორგი ხუბუა ოყო ერთადერთი ლექტორი, რომლის ლექციაც არასდროს გამიცდენია. სპეციფიკური იუმორი ქონდა/აქვს. ძირითადად, იმას მოიხსენიაბდა, რაც თავის წიგნშიც აქვს მიმობნეული. მაგალითად, „იქ, სადაც ორი იურისტია, სამი აზრია“, „კანონმდებლის ერთ უფლებამოსილ სიტყვას შეუძლია მაკულატურად აქციოს მთელი იურიდიული ბიბლიოთეკა“ და ა.შ. მახსოვს, რუსეთის კონსტიტუციაზეც მოყვა ანეგდოტს. დავით ბოსტოღანაშვილის ლექცია-სემინარები კი იმდენად იყო იუმორით დატვირთული, ჩაწერას ვეღარ ვასწრებდი. თავისუფლად შემიძლია სატირული ლექცია-სემინარები ვუწოდო.

ეხლა კი შევეცდები ყურითდაჭერილი ფრაზები, გამოთქმები თემატიკის მიხედვით დავაჯგუფო. აქ იქნება ის ფრაზები, რომელსაც თავად ლექტოები მიიჩნევდნენ იუმორად ან/და შეიძლება მათ ჩვეულებრივად თქვეს, მაგრამ ჩემთვის იყო ამგვარად აღქმადი.

  • მოკრძალებული იუმორი - გამარჯვებული პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი:

- „საქართველოში მართლმსაჯულება ობიექტურად ხორციელდება. ზედმეტი ზეწოლის, ქვეწოლისა და გვერდითწოლის გარეშე ვამბობ ამას“.

- „ჩვენი მეგობარი, რომელშიც სესხის ხელშეკრულებაზე ლექციის მოსმენამ აღშფოთება გამოიწვია, მზადაა სასწრაფოდ დატოვოს აუდიტორია, რადგან მას ეს სესხი იმ ფერუმარილის შეძენისთვის აიღო, რომელიც უხვად აქვს სახეზე წასმული“. 

ფრაზები: „მეგობრებო“, „დედას ვფიცავარ“, „მთელი უბედურობები იყო“, "ერთი ყველასთვის, ყველა თავისთვის".

 

  • სუბსტანციური იუმორი - გამარჯვებული პროფესორი ბესარიონ ზოიძე

ბატონი ბესო რომ ენერგიულად ხსნის, მთელი გრძნობით ლექციებს ეს ყველა სამართლის ფაკულტეტის და არა მარტო, თსუელმა იცის. ერთხელაც იმდენად შევიდა აზარტში, რომ ლექციები გადააბა და ორი საათის შემდეგ, როცა ზარი დაირეკა, ერთ-ერთმა სტუდენტმა ფდა-ში ბოლო მერხიდან დაუძახა: „ბატონო ბესო, ზარია“. ბატონი ბესო კი ამ დროს საკუთრების თემას განიხილავდა, მოძრავად. უეცრად შემობრუნდა, ამ სტუდენტთან მივიდა და ეუბნება: „დიახ, თქვენ მართალი ხართ, კანონში ბზარია“.

 

  • 3.    საერთაშორისო სამართალი - თავად იუმორი, როგორც ასეთი

-         „ჩახუჭუჭებული ვითარება“ - აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული კონფლიქტის შესახებ.

-         „მეტყველების კულტურას დაოსტატებული ბუნაგი“ - რუსული დიპლომატია

 

ყველაზე დახვეწილი სამართლებრივი იუმორი - გამარჯვებული პროფესორი ნუნუ კვანტალიანი

- „მოსამართლე კი არის არბიტრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას თავზე გვირგვინი უნდა დავადგათ“.

- „კარგით, შევთანხმდეთ, რომ ვერ შევთანხმდებით“

- „თემიდა თვალდახუჭულია, თვალდათხრილი კი არ არის“

- „მიაჩვიეთ მხარე, რომ დადოს ის ხელშეკრულება, რაც უნდა, რომ დადოს“ (ამ იუმორს განსაკუთრებით მაშინ ჩავწვდი, როცა სასამართლოში პრაქტიკებს გავდიოდი და დაბნეულ, ძირითადად, არაპროფესიონალ ადვოკატებს ვადევნებდი თვალს)

- „კანონისმიერი მოთხოვნს უზრუნველყოფის საშუალებებს პრაქტიკაში სძინავთ“

- „ეს მოვალის გარანტია რაა ვერ გავიგე, ერთი საქმე არ გვქონია წამლად?!“

 

  • ყველაზე ქართული იუმორი  (კარგი გაგებით) - გამარჯვებული პროფესორი სანდრო ჯორბენაძე

- „გრძნობებზე საავტორო უფლებები არ არსებობს. რომ კითხო რას გრძნობდიო, ალბათ, გიპასუხებს, მიღიტინებდაო“

- „შენ თუ გადატენე-გადმოტენე იარაღი, ეს უკვე აღარაა აფექტი“

- „ნუ ლაპარაკობთ, გადით გარეთ და იქ ილაპარაკეთ. სირცხვილია ელემენტარულად, საპარლამენტო ასაკი გაქვთ უკვე. ყოველ ლექციაზე სულ ერთი და იგივეს ხომ არ ვიტყვი, კაცო?!“

- დაგვიანებით მოსულ სტუდენტს, რომელმაც დავალება მოიტანა: „-გეთქვათ, მოგაკითხავდით სახლში, მოგართმევდით ლანგარზე ნაწერს“.

- „გორში სტალინის ძეგლისა და მუზეუმის სანახავად ჩადიოდნენ ტურისტები, აბა ვაშლისთვის არავინ ჩავა იქ“
- „შენ რომ დაგეწრა ლექსი და გალაქტიონს ეთქვა, თუ შეიძლება ამ ლექსს ცოტას შეგისწორებო, ხომ არ დაუშლიდი?“ - გადამუშავებული ნაწარმოებების ახსნას მოაყოლა.

-„მოძრავი ძეგლების სტატუსი მივანიჭეთ ძეგლებს,  ვარდების რევოლუციის შემდეგ და დავით აღმაშენებლის ძეგლი გაჭენდა“.
-„კოცნაც ჰონორარია ამ შემთხვევაში“ - ჰონორარის ახსნისას.

იქვე მოფიქრებული კეთილად ბოროტი ანეგდოტი: „შამბა, ბამბა, პუტინი, ჟირინოვსკი და კიდე მითხარით ვინმე, მაგაზე გაწყენინებთ? სხედან თვითმფრინავში და ჩამოვარდა“

-„ბანკეტი ის კი არაა, აქ რომ მშიერი მიდის ყველა. იქ არაფერს ჭამენ“ (ევროპაში ჩატარებულ ერთ-ერთ ბანკეტზე გვიყვებოდა).

-„რა უბედურებაა ეს ღორზე ტატუირება, უცნაურად დარბის ნახატები“.

-„ნერვოზი აქვს დღე საქართველოში 100%“

-„ყველაფერი გამიგია, მაგრამ „პოსლეზე“ ფილმის გადღება არ გამიგია“.

შემთხვევა: გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი კურსი ჩვენ ვიყავით თსუ-ში და ამასთან, სანდრო ჯორბენაძის საავტორო სამართალიც ყველაზე მოთხოვნადი საგანია, აუდიტორია ყოველთვის გადატვირთული იყო სტუდენტებით. ერთხელ მე და ჩემი ერთი მეგობარი დაგვიანებით შევედით. დასასხდომი ადგილები აღარ იყო და ლამის, ფეხზე დგომით მოგვიწია ლექციის მოსმენა. ამ დროს ბატონი სანდრო ჩემს მეგობარს ეუბნება: - "მაგხელა ჩანთა რომ დაგაქვს, ერთი დასაკეცი სკამი ვერ წამოიღეო?"

  • იუმორი, რომლის გაგებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ პროფესორ თემურ თოდრიას საუბრისთვის ერთხელ მაინც მოგისმენიათ, ანუ განსაკუთრებული აქცენტით წასაკითხი.

კაზუსის ამოხსნის მეთოდოლოგიის სწავლებისას: 

„თქვენ უნდა მიხვდეთ, თუ რისთვინაა შესაბამისი ნორმის მოძებნა საჭირო“

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ნივთი იყიდეთ მაღაზიაში და თანხის გადახდის შემდეგ გამყიდველი დაგედევნათ გზაში და გეუბნებათ: „თქვენ დღგ დაგრჩათ გადასახდელი. ხომ სისულელეა?“

 

აქვე, პროფესორი პაატა ტურავას ფრაზებიც:
საკანონმდებლო მაცნეს საძიებო სისტემას გვიხსნის: „საძიებელში მიცემთ ორგანოს დასახელებას და მოგცემთ საჭირო ინფორმაციას“

-„წავიდა უკვე კომენტარი?“ (უწყებრივი ქვემდებარეობის ახსნისთანავე)

-„დადგა ისევ შეკითხვა“

 

  • სისხლისამართლებრივი იუმორი  - ის, რაც არ მიყვარს:

პროფესორი მზია ლეკვეიშვილის თავისთადი იუმორი, რომელმაც მთელი ფდა-ს მხიარული განწყობა შექმნა მოულოდნელად:
ყაჩაღობას ხსნიდა და მას მოაყოლა. ეს ქურდობისგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანის სიცოცხლეც შეიძლება ემსხვერპლოს. ამიტომ ჩემს შვილიშვილს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ თუ ვინმე „ლიფტში“ იარაღით დახვდება, სანამ მის სიცოცხლეს ხელყოფენ, მანამდე მოიხსნას/გაიხადოს ყველაფერი და მისცეს“.
კიდევაც: მე აქ რომ შემოვალ, ჩემ მერე არავინ შემოვიდეს. შემოისეირნებენ, გეგონება, ბროდვეი იყოს".

ძარცვის გასაგები ენით ახსნა ნ. თოდუასგან: „თავხედობის ხარისხით განსხვავდება ძარვა ქურდობისაგან“

ბანდიტიზმის ახსნიდან ამონარიდი: მაგალითი: „პირში ჩვარი ჩასტენა“

კანონიერი ქურდი „ვონ ვ რამკი“.

„დანაშაულის წინააღმდეგ აცრა არ არსებობს“ - ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი

 

ფრაზები:

გიორგი ცერცვაძე სიზარმაცისა და სწავლის ჭიდილის შესახებ: „გინდა, რო არ გინდა, რო გინდა“

 

ირაკლი ბურდული: „მე რო მცხელა ნელ-ნელა ვიხდი, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მთლიანად არ გავიხდი“

განსაკუთრებული ხმოვანება: (ჩემს მეგობარ ედიტას) - შენ ედიტა ხარ თუ ელიტა?

სიის ამოკითხვისას: - ქურხული ბურდული (ხმამაღლა ფიქრი: რა კარგად ეთვისებიან?..)

 

საავტორო უფლებების ორიგინალური დაცვა ბატონი ლაშა კალანდაძისაგან: „განათლებული მოსამართლის შინაგანი რწმენა ბევრად გონივრულია, ვიდრე ნაკლებად განათლებულის. ჩემი სიტყვები არაა, ვიღაცა იტყოდა ამას“

 

  • გულწრფელი იუმორი - გამარჯვებული პროფესორი ლაზარე ძირკველიშვილი

-„სწორად, მინდა, ჩემო კოლეგებო, თქვენგან გაგებული ვიქნე“

-„აღსრულება სახელმწიფოსთვის ძვირი სიამოვნებაა“

-„კრედიტორს ჭირდება ფული და არა პროდუქცია“

და ბოლოს, ეს არის სფერო, სადაც უნდა ამტკიცო მთელი ცხოვრება, თუ რატომ მივედით პირდაპირ კანონთან და რატომ გადავახტით კონკრეტულ შემთხვევაში ნახსენებ კონვენციას. რატომ?..

„მომეცი ფაქტები და მოგცემ სამართალს“ - ლადო ჭანტურია

ფაქტები, ფაქტები, მტკიცებულებები...

და სულ ბოლოს, სამართლის თეორიის არსი და ჭეშმარიტება, ეს არის ლიმიტირებული თავისუფლება.

და სულ ბოლოს ბოლო, არსებობენ იურისტები და ადამიანები :)

Trust me, I’m lawyer :)



კომენტარები