ადოლფ ჰიტლერის ცნობილი გამონათქვამები

ბავშვის აღზრდა ისეთნაირად უნდა წარიმართოს,რომ ის სავსებით დარწმუნდეს რომ მისი ხალხი ყველაზე საუკეთესოა,ამგვარი ფიზიკური და სულიერი აღზრდის წყალობით,დროთა განმავლობაში მიღწეული იქნება ქვეყნის დაუმარცხებლობის რწმენა.

უმაღლესი სასწავლებლის კარები ყველა ღირსეულისთვის ღია უნდა იყოს მიუხედავად მათი სოციალური წარმოშობისა.

მასების ნაციონალიზაცია,არ შეიძლება სანახევრო იყოს,ის სრულიად გარკვეული და ფანატიკური უნდა იყოს.

როდესაც განვლილ ცხოვრებას თვალს გადავავლებ,ორად ორ ფაქტს აღვიქვამ ძალიან მნიშვნელოვნად: ის,რომ შევიქენ ნაციონალისტი! და,რომ შევიცან ისტორიის ნამდვილი არსი.

იმისათვის რომ ,,ხალხის ნაციონალიზირება” მოახდინო საჭიროა შექმნა ჯანსაღი სოციალური პირობები და ხალხს განათლება უნდა მისცე,რადგან მხოლოდ განათლება განმსჭვალავს ადამიანს შინაგანი ნაციონალური სიამაყის გრძნობით…რამეთუ ბრძოლა მხოლოდ იმისთვის შეგიძლია,რაც გიყვარს,ხოლო გიყვარს ის,რაც იცი!

მართალია მე მიყვარს ევა,მაგრამ ჩემი ერთადერთი სატრფო გერმანიაა.

ძალიან ვეჭვობ,რომ სტალინი,ვეფხვი იყოს,მაგრამ ეს თუ ასეა,მაშინ ჩერჩილი ტურაა.

ერთხელ,ქალაქში სეირნობისას ვიღაც კაცს გადავაწყდი,რომელსაც გრძელი ხიფთანი ეცვა და შავი ხუჭუჭა თმა ჰქონდა,თავში დამკრა ალბათ ეს არის ნამდვილი ებრაელი.ვაკვირდებოდი მათ და ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი რომ ისინი ერის განმხრწნელ ელემენტებს წარმოადგენდნენ,ძალიან მალე გულგრილი დამკვირვებლიდან ფანატიკურ ანტისემიტად ვიქეცი.

თუ ებრაელობა მარქსიზმის დახმარებით ყველა ერზე გაიმარჯვებს,მაშინ კაცობრიობის მზე ჩაესვენება და ჩვენი პლანეტა ისეთივე უკაცრიელი გახდება,როგორიც იყო მილიონი წლების წინ.

კაცობრიობის პროგრესის შედეგი ინდივიდუმთა ძალისხმევის შედეგია და არა მასათა გონებრივი შემოქმედებისა.

ნამდვილ დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება.

რისი მაქნისია ლიბერალიზმი თუ ის სახელმწიფოს და სარწმუნოებას ვნებს,რისი მაქნისია დემოკრატია თუ ჩემს ქვეყანაში სხვა ერები ჩემს ხმას გადააჭარბებენ.

დემოკრატია ეს არის მმართველობის ფორმა,როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა.

გაიტანეთ ჩემი ოთახიდან საათები,მე თვითონ გადავწყვეტ რა დროა.

მე სიყვარული არ ვიცი,მე მხოლოდ გაღმერთება შემიძლია.

მე თუ დამნაშავე ვარ,მაშინ დამნაშავე ვარ მხოლოდ იმაში რომ გერმანელი ხალხის უფლებებისთვის ვიბრძვი.(ლუდის პუტჩის შემდგომი

სასამართლო.

ამქვეყნად არ არსებობს ორი მოქალაქეობა,ორი სამშობლო,ორი მიწა და ორი წყალი.ამქვეყნად ყველაფერი ერთია,მათგან კი სამშობლო უპირველესი.

ძალიან ვნანობ ასი წლის წინ რომ არ დავიბადე,რადგან საშუალება მექნებოდა ომებში გამომეცადა თავი.

ტერორი მხოლოდ სიმართლის გზითაა გამართლებული,სიმართლე რომელსაც სამშობლო ჰქვია.



კომენტარები